სოფელში, ჩვენ ვცხოვრობთ, ვაშენებთ, ვზრდით, ვუვლით, ვაწარმოებთ. ნამატს ვყიდით.
ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წინაპრების დანატოვარზე. ქცევის წესებსაც ბუნებრივად, ნელ ნელა ვსწავლობთ და ვითვისებთ.
ბიზნესი რეგისტრირდება, ფულის საკეთებლად, ვალდებულია დაიცვას გარკვეული წესები, მოთხოვნები-რაზედაც ბიზნესმენი შეგნებულად მიდის.
გუშინ, 14.06.19, საქონლის საკვები, ვიყიდე. გზაში აღმოვაჩინე, რომ იმდენი არ მომაქვს, რამდენი ფულიც გადავიხადე. დავბრუნდი, ავუხსენი ჩემი სიტუაცია. შენი ბრალიაო და არაფერს მოგცემთო.
დავრეკე 112-ში. სათვალთვალო კამერებიდან დამტკიცდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ საქმე უკვე ძალიან გამწვავებული იყო. ერთმა ტომარა საქონლის საკვებმა ჩემთვის აზრი პირველივე წუთიდან დაკარგა, სხვა ფასეულობები მექნა დასაცავი((. მგონი გავართვი თავი, იმედი მაქვს მომავალში გავახსენდებით და ცოტაც დაფიქრდებიან, სხვა, ნებისმიერთან ურთიერთობისას.
მითქვია და ვამბობ, ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ქვეყნის მოსახლეობა. ის ვინც იწყებს ბიზნესს, შეგნებულად დგამს ნაბიჯს და უნდა იყოს მზად შედეგებისათვის. სპეცსამსახურები კიდევ, ბევრად მეტში უნდა იყვნენ გარკვეულები, გათვითცნობიერებულები და მომზადებულები.
მოსახლეობას დასჭირდა ბიზნესმენები და გაჩნდნენ, ან გააჩინეს. დასჭირდა სპეცსამსახურები და შექმნეს. ჩვენ თუ არ ვიქენით ქვეყანაში, არც ბიზნესმენი იქნება საჭირო და არც სპეცსამსახურები.
ჩემთვის ოჯახი, ოჯახური მეურნეობა და ოჯახში წარმოებული არის პირველი, მთავარი.
სოფელში ასეა: თუ გინდა ძროხა მოწველო უნდა გაუშვა საძოვარზე. მეტი თუ გინდა შემოსავალი, ცოტა მეტი უნდა შეწუხდე.
შედარებით კარგად კიდევ მეურნეობა აქვს აწყობილი მას, ვინც ფიქრობს, ზრუნავს თავის მეურნეობაზე.
ამ და ნებისმიერი სხვა სტატიის განხილვა ჩემი საიტიდან,
შესაძლებელია ფეისბუქ ჯგუფში - Tapli.ge(თაფლი.ჯი)