თაფლი მობეჭდილ ფიჭაში. ასეთ თაფლს მწიფეს ვეძახით და ვიცით, ის დიდხანს ინახება: საუკუნეები, ათასწლეულები...მინიმუმ მესამედი გადაბეჭდილი თაფლის შემთხვევაში,
ბრტყელმა ფირფიტებმა, გრავირების უმისოდ, არ გაამართლა. მატრივოქსის, რეზინის მატრიცები მოსკოვში ( ВДНХ ) შევიძინე, თითქმის 20 წლის უკან და ძალიან კმაყოფილიც ვიყავი. პატარა მოცულობის სამუშაოებისთვის გვყოფნიდა.
ორი ზომის ჩარჩო მაქვს საფუტკრეში: 435x300(მმ)-ბუდის და 435x145(მმ) საკუჭნაოს (მაგაზინის). ბოლო 6-7 წელია ფუტკრის ოჯახები არ გამიმრავლებია, თუმცა ახალი ჩარჩოების მაინც დამჭირდა - ძველების შესაცვლელად.
სკის ძირი, შევუცვალე ყველა ოჯახს. დაძველდა ძველები, თავისი დრო აქვს ყველაფერს. კონდენსატი, რომელიც სკაში წარმოიქმნება, წვიმა, თოვლი-საბოლოოდ, სკის ძირს უტევს და იწვევს მის ლპობას.